ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
arabnews.com: “რაკია” თბილისის სასტუმრო Sheraton-თან დაკავშირებით საერთაშორისო დავაშია
05 სექტემბერი, 2017

არაბული მედია თბილისის სასტუმრო Sheraton-თან დაკავშირებით საერთაშორისო დავაზე წერს.

arabnews.com-ი აღნიშნავს, რომ კომპანია „რას ალ ხაიმა ინვესტმენტი” (RAKIA) საქართველოში არსებულ სასტუმროსთან დაკავშირებით $1,5 მლრდ-იან საერთაშორისო დავაშია ჩართული.
თბილისის სასტუმრო Sheraton Metechi Palace ერთ-ერთი ნაწილია იმ საერთაშორისო დავის, რომელიც „რაკიას“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ხატერ მასადს უკავშირდება და ამ დროისთვის საუდის არაბეთში იმყოფება.

ახლა კომპანიის ხელმძღვანელობა დავაშია ავსტრიულ კომპანია VI2 Partners-თანაც, რომელიც მილიონობით დოლარის დაბრუნებას ცდილობს 5 წლის წინ სასტუმროს შეწყვეტილ გაყიდვასთან დაკავშირებით. ავსტრიულმა კომპანიამ რაკიას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ივლისში მოიგო, თუმცა არაბულმა კომპანიამ საქმე სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც რაკ ჯგუფის წარმომადგენელი ჯეიმი ბუჩინანი ექსკლუზიურად arabnews.com-თან ინტერვიუში ამბობს, კომპანიას მოგების იმედი აქვს.

მისი თქმით, კომპანიას სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კონტრარგუმენტები გააჩნია. ის ასევე აღნიშნავს, რომ დავა მიმდინარეობს 20 მლნ დოლარზე: „სამმა სუბიექტმა კომპანიებთან ერთად 2012 წელს მოითხოვა 20 მლნ დოლარი სასტუმროს შესაძენად და მათ თანხის უკან დაბრუნება სურდათ. მთავარი პრობლემაა ვინ არიან „ისინი“?

ბოლო რიგი საკითხებისა, რომელიც ლეგალური საპროცესო მოქმედებებისგან გაჩნდება, 2011 წელს, თბილისში, სასტუმრო შერატონის გაყიდვასთან დაკავშირებით ჩავარდნილ შეთანხმებას ეხება.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ შარშან რაკიამ ირანელ ბიზნესმენ ფარჰად აზიმასთან (რომელიც ფიგურირებდა the Panama Papers-ის საქმეში) 2,6 მლნ დოლარზე დავა დაიწყო.

სარჩელში აქცენტი გაკეთდა  62,5 მლნ დოლარიან გარიგებაზე კომპანია Eurasia Hotel Holdings-თან”, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ “რაკია ჯორჯიამ” ჯერ კიდევ ივნისში განაცხადა, ერთ-ერთი სასამართლო პროცესის მოგების შესახებ. კომპანია აცხადებდა, რომ მან პროცესი მოუგო ყოფილ მენეჯერს და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრს გელა მიქაძეს.

ამავდროულად კომპანიამ არაერთგზის განაცხადა, სასტუმროს განახლებაზე. კომპანიის მენეჯმენტმა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ სასამართლო დავა საქმიანობაში კომპანიას ხელს ვერ შეუშლია. დაანონსებული იყო განახლებული სასტუმროს გახსნაც – 1 ოქტომბერი, პროექტის ბიუჯეტი – $45 მლნ.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.