ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
არაქართულენოვანი წარწერების გამოყენებაზე დედაქალაქში ჯარიმა მნიშვნელოვნად იზრდება
09 მარტი, 2018

არაქართულენოვანი წარწერების გამოყენებაზე დედაქალაქში სანქციები მკაცრდება.

თბილისში აბრებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენების შემთხვევაში, ჯარიმა ფიზიკურ პირებზე 200-დან 1000 ლარამდე, იურიდიულ პირებზე 300-დან 3000 ლარამდე გაიზრდება.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური შესაბამის ორგანიზაციებსა და პირებს მდგომარეობის გამოსასწორებლად, ვადას 1 აპრილამდე აძლევს.

ქართული ანბანის არგამოყენებაზე ჯარიმების გაზრდაზე კანონპროექტს თბილისის მერია პარლამენტში შეიტანს.

„ეს პრობლემაა ქალაქში, რადგან არ ხდება ქართული ანბანის გამოყენება. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, მინდა ზედამხედველობის სამსახურს ვთხოვო, პირველ აპრილამდე მიეცით ყველას გონივრული ვადა იმისთვის, რომ არსებული პრობლემა გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აპრილიდან შეგიძლიათ, დაჯარიმება დაიწყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის იერსახე აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და ქართულ დამწერლობას ყველამ პატივი უნდა სცეს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.