ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ასოციაცია მთავრობას: ვითხოვთ ქმედით ნაბიჯებს, არ მოკლათ ბიზნესი მთის კურორტებზე
21 იანვარი, 2021

ვითხოვთ ყურადღებას და ქმედით ნაბიჯებს, არ მოკლათ ბიზნესი მთის კურორტებზე“ - საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია მთავრობას მიმართავს. აღნიშნული განცხადება ასოციაციის ხელმძღავნელმა მაია ბიჭიკაშვილმა დღეს გამართული დარგთაშორისი პრეს-კონფერენციის შემდეგ მედიასთან გააკეთა.

„მთის კურორტების ბიზნეს სექტორი კატასტროფის წინაშეა და გადარჩენას ითხოვს, რაც დამოკიდებულია გახსნაზე. მთის კურორტები მეორე სეზონის დახურვას ვერ გადაიტანს და გაკოტრდება. ეკონომიკასაც დიდი პრობლემები შეექმნება, რადგან ამის რეაბილიტაცია დიდი ხანი ვერ მოხერხდება, ამიტომ სამთო-სათხილამურო კურორტების ბიზნეს სექტორი ითხოვს 1 თებერვლიდან საბაგიროების გახსნას. ყველანაირი წესების დაცვით და კონტროლით. იმ ბიზნესმა და იმ სფეროს წარმომადგენლებმა, რომლებიც ამ კურორტებზე ოპერირებენ, ისწავლეს კოვიდთან თანაცხოვრება და სრული პასუხისმგებლობით მზად არიან, რომ წესების დაცვით მოემსახურონ დამსვენებელს“, - განაცხადა მაია ბიჭიკაშვილმა.

მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთავრობასთან რაიმე სახის კომუნიკაცია და კონსულატციები მათ არ ჰქონიათ და საბაგიროების გახსნასთან ერთად კურორტებზე მოქმედი ბიზნესების მხარდაჭერას ითხოვს.

„მთის კურორტები, ფაქტობრივად, უპატრონოდაა დარჩენილი და იქ ოპერირებადი ბიზნესი ითხოვს შეღავათებს სამომავლოდ - ეს არის საბანკო, საგადასახადო შეღავათები და ა.შ“, - უთხრა ჟურნალისტებს ასოციაციის ხელმძღვანელმა.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.