ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ასპინძაში ლუდის სპა-ცენტრი გაიხსნა
09 აგვისტო, 2021

ასპინძაში ლუდის აბაზანები გაიხსნა. სპა-ცენტრი ლუდის მწარმოებელ კომპანია “ქვევრის ლუდს” ეკუთვნის.

როგორც bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ზაზა ზედგინიძემ განუცხადა, სპა-ცენტრის მოსაწყობად ჯამური ინვესტიციის მოცულობა 20 ათასი აშშ დოლარი იყო.

„ინვესტიციას რაც შეეხება, ძირითადად საკუთარი სახსრებით გავაკეთე, თუმცა კრედიტის აღებაც დაგვჭირდა“, - ამბობს ზედგინიძე.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის სპა-ცენტრით ძირითადად ქართველები არიან დაინტერესებული, თუმცა ჯავშნები უცხოელმა სტუმრებმაც გააკეთეს.

„ლუდის აბაზანა, სპა-ცენტრი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. ჯერჯერობით ადგილობრივები გვსტუმრობდნენ, თუმცა დაინტერესება არის. უკვე ჯავშნები გვაქვს და მოლოდინიც არის, რომ მიმდინარე თვის შუა რიცხვებიდან სტუმრების რიცხვი მოიმატებს“, - განაცხადა ზედგინიძემ.

გარდა ამისა, ზაზა ზედგინიძე ამბობს, რომ სექტემბრიდან ადგილზე გაიხსნება სასტუმროც, სადაც სპა-ცენტრში ჩასულ სტუმრებს ღამით დარჩენაც შეეძლებათ.

ლუდის სპა-ცენტრი სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში მიიღებს.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.