Atlasglobal-ი და Pegasus Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდიან
თურქული ავიაკომპანიები Atlasglobal და Pegasus Airlines, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში სტამბული-თბილისი-სტამბულის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას გაზრდილი სიხშირით შეასრულებენ.
ავიაკომპანია Atlasglobal სტამბული თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირეს 19 ივნისიდან ამატებს. ყოველდღიური რეისების გარდა დამატებით ფრენები განხორციელდება ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას (სულ კვირაში 10 სიხშირე).
რაც შეეხება ავიაკომპანია Pegasus-ს, 2017 წლის 20 ივნისიდან ავიაკომპანია სტამბული-თბილისის მიმართულებით ამატებს 2 სიხშირეს (სამშაბათი და კვირა) და ფრენები შესრულდება კვირაში 9 სიხშირით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ “ატლასგლობალს“ გაზრდილი სიხშირით ფრენების განხორციელების ნებართვა 12 ივნისს მიანიჭა, ხოლო ავიაკომპანია “პეგასუსს“ 14 ივნისს.
www.bpi.ge