თურქული ავიაკომპანია Atlasglobal-ი თბილისი-სტამბოლი-თბილისის მიმართულებაზე ფასდაკლების აქციას აცხადებს.
ავიაკომპანია თურქეთის კულტურულ და ტურისტულ დედაქალაქში მოგზაურობას მგზავრებს საკმაოდ დაბალ ფასად სთავაზობს. აქციის ფარგლებში ორმხრივი ავიაბილეთის ფასი 245 ლარიდანაა (83€-დან).
ფასდაკლების ფარგლებში ავიაბილეთების შეძენა 31 ოქტომბრამდეა შესაძლებელი, ხოლო მოგზაურობა 28 მარტამდე პერიოდში უნდა განხორციელდეს.
ღირებულებაში შედის: 30კგ რეგისტრირებული ბარგი, აეროპორტში რეგისტრაცია, ორმხრივი ავიაბილეთი, კვება აღსანიშნავია, რომ Atlasglobal-ი თბილისიდან ფრენებს სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში ახორციელებს.
www.bpi.ge