ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ათონელის N11-ში ისტორიული შენობის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება
14 სექტემბერი, 2018

ათონელის N11-ში, ისტორიული შენობის რეაბილიტაცია წის ბოლომდე დასრულდება. რეაბილიტაცია „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს. 

შენობა, XIX–XX საუკუნეების მიჯნის თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, დღევანდელ ათონელის N11-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე მდგარი მომცრო ზომის შენობით, ორბელიანებს ეკუთვნოდათ. 1897 წელს აღნიშნული ტერიტორია მეორე გილდიის ვაჭრის, მოსე მარტირუზოვის მფლობელობაში გადასულა, სადაც მას ორბელიანების სახლის ნაცვლად, ახალი სახლი აუშენებია.

თბილისის განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში ათონელის N11-ში კონსტრუქციულად გამაგრდა და გაძლიერდა შენობის კედლები და ღიობები; შეიცვალა შენობის სახურავის დაზიანებული ხის კონსტრუქცია და ფერადი თუნუქით გადაიხურა; განახლდა სახურავიდან წყლის გადაყვანის სისტემა; დარესტავრირდა სახურავის პარაპეტის ლითონის დეკორატიული მოაჯირები; სახურავზე აღდგა დაზიანებული საბუხრეები; შენობის ფასადიდან მოიხსნა უსახური მიშენება; ფასადიდან მოიხსნა და მოწესრიგებული ფორმით განთავსდა, წყალმომარაგება-კანალიზაციის, გაზმომარაგებისა და ელექტრომომარაგების ქაოსურად მოწყობილი ქსელები; გამოიცვალა დაზიანებული ხის კარ-ფანჯარა; რესტავრაცია ჩაუტარდა ეზოს მხარეს მდებარე ხის შუშაბანდს; დაიშალა წლების განმავლობაში თვითნებური ჩარევებით ფასადზე მოწყობილი უსახური ვიტრაჟები. ავთენტური იერსახის დასაბრუნებლად, მათ ნაცვლად მოეწყო მაგარი ხის ჯიშის მასალისგან დამზადებული ვიტრაჟები; აღდგა ეზოს დაზიანებული ღობე; დარესტავრირდა ეზოს მხრიდან მიდგმული ლითონის ძველი, ხვეული ფორმის კიბე; რესტავრაცია ჩაუტარდა შენობის ფასადის მხატვრულ-დეკორატიულ ორნამენტებსა და აივნების ჭედურ მოაჯირებს.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.