საქართველოს საავიაციციო ბაზარზე ოპერირებას საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas 1 ივნისიდან იწყებს.
რეისები თბილისის აეროპორტის მიმართულებით რიადიდან, დამამიდან და ჯედადან შესრულდება. დამამის მიმართულებით 3 სიხშირით, ჯედასა და რიადის მიმართულებით 4-4 სიხშირით.
ავიაკომპანია ფრენებს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Flynas-ს რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა დღეს მიანიჭა.
Flynas-ი2007 წელს დაფუძნდა და ამ დროისთვის კვირაში ათასამდე რეგულარულ რეისს ასრულებს, მგზავრებს 53 საერთაშორისო და 17 ადგილობრივ მიმართულებას სთავაზობს. Skytrax-ის 2017 წლის მონაცემებით, Flynas-ი შუა აღმოსავლეთის საუკეთესო ბიუჯეტურ ავიაკომპანიად დასახელდა.
www.travelingeorgia.ge