ქართული ფილმი "დედე" სულ მალე Air France-ის ავიახაზების მგზავრებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ფილმის რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა განაცხადა.
კერძოდ, მალე ავიაკომპანიის მგზავრებს „დედე“-ს ნახვა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თვითმფრინავით ფრენისას შეეძლებათ.
"დედე: სვანური ბალადა" ახალგაზრდა რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.
კინოსურათმა გაიმარჯვა აზიურ ოსკარად წოდებულ საერთაშორისო კინოფესტივალზე APSA, ნომინაციაში „კულტურული მრავალფეროვნება."
imedinews.ge