ავიაკომპანია Geo Sky არის მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების დონეზე – გერმანული კომპანია Air Clips-ის დამფუძნებელი
გერმანულმა კომპანია Air Clips-მა ქართულ სატვირთო ავიაკომპანია Geo Sky-ზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლის ოფიციალური პრეზენტაციაც დღეს გერმანიაში იგეგმება.
უფრო კონკრეტულად, რატომ დაინტერესდა Air Clips-ი ქართული ავიაკომპანიით და როგორ წარიმართა გადაღებები AviaNews-ს Air Clips-ის დამფუძნებელმა პატრიკ ლუტზმა უამბო.
– რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება ავიაკომპანია Geo Sky-თ და როგორ შედგა ავიაკომპანიისა და Air Clips-ის ურთიერთთანამშრომლობა?
– ჩემი სამსახურეობრივი საქმიანობა ფრენის უსაფრთხოებას მოიცავს. ის რომ, ევროკავშირის არაწევრ ავიაკომპანიას, რომელსაც ნებადართული აქვს კლასიკური თვითმფრინავების ევროკავშირში ოპერირება, თავისას ამბობს. ერთი კი ცხადია, რომ “ავიაკომპანია ჯეო სქაი” იყო და უნდა იყოს ხელისუფლების მაღალი კონტროლის ქვეშ. ამ სიტუაციის წარმატებით მართვა და ოპერირების ნებართვა შესანიშნავია, ზუსტად ამან მიიპყრო ჩემი ყურადღება და ინტერესი “ავიაკომპანია ჯეო სქაი”-ს მიმართ. ამას გარდა, როგორც ავიაციის მოყვარულისთვის, B747-200-ის გადაღება თავისთავად ოცნებაა.
– გადაღებების პროცესი სად და რა ვითარებაში წარიმართა და რამდენად კარგი რესპოდენტები აღმოჩნდნენ Geo Sky-ს ეკიპაჟის წევრები?
– 100-ზე მეტი მაღალი დონის პროექტის გადაღების შემდეგ, “ავიაკომპანია ჯეო სქაი”-ს გუნდთან თანამშრომლობა განსაკუთრებული და საოცრად სასიამოვნო იყო ყველა დონეზე. არაჩვეულებრივი გამოცდილება. ძალიან ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხით აღჭურვილი. მე მქონდა პრივილეგია და სიამოვნება შევხვედროდი აღმასრულებელ დირექტორს და მისი უფროსი მენეჯმენტის გუნდს დუბაის ავიაშოუს დროს. მოკლე ოფიციალური საქმიანი შეხვედრა აღმოჩნდა სამსაათიანი იმ ადამიანებთან, რომლებიც პირველივე წუთიდან მეგობრებად მივიჩნიე. თავად გადაღება ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მოეწყო და რამდენიმე დღის შემდეგ ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის გზაზე გაიმართა.
– გადაღებების პერიოდმა რამდენ ხანს გასტანა?
– გადაღების პრიოდი იყო მოკლე და სასიამოვნო: ერთი დღე ფრანკფურტი-თბილისის რეისზე, ერთი დღე თბილისში, ერთი დღე უკან ფრენის დროს. “ავიაკომპანია ჯეო სქაის” მთელი გუნდის უკიდურესად ეფექტური მენეჯმენტის წყალობით, მეტი დრო არ იყო საჭირო მაღალი ხარისხის შედეგის მისაღებად.
– გადაღებებისას ყველაფერი სცენარის მიხედვით მოხდა?
– ჩვენ არ ვმოქმედებდით სცენარის მიხედვით, უბრალოდ გადმოვცემდით რეალურ ცხოვრებას. აქედან გამომდინარე, ვეცადე გადაღების დროს პერსონალისთვის არ შემეშალა ხელი და მიჰყოლოდნენ მათ ჩვეულ რუტინას და რამდენიმე ინტერვიუს ფრენის განმავლობაში. ამან გაამართლა 110%-ით და უკეთესს ვერც ვინატრებდი.
-მუშაობის პროცესში ისეთი ნიუანსებიც დაინახეთ, რაც სცენარში არ იყო მაგრამ ფილმში აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო?
– გადაღებისას ბევრ სახალისო მომენტს წავაწყდით. ალბათ იმიტომაც, რომ კაპიტან თორნიკეს, კაპიტან მამუკას, ბორტინჟინერ იგორსა და ჩემს პირად ურთიერთობას რაღაც ძალიან, ძალიან განსაკუთრებულად აღვიქვამდი. მონტაჟის დროს გადავწყვიტე ფილმში დამეტოვებინა ეს მომენტები და არ ამომეჭრა. “ავიაკომპანია ჯეო სქაი”-ს მივეცი ცვლილებების შეტანის საშუალება, თუმცა მათაც არაფერი შეცვალეს. აქედან გამომდინარე, შედეგად, ჭეშმარიტად გადმოვეცით ფრენის პროცესი და სასიამოვნოდ გატარებული დრო.
-გადაღებების დროს ნანახით და ავიაკომპანიის ინფრასტრუქტურით რამდენად კმაყოფილნი ხართ?
– საქართველო 137-ე ქვეყანაა, სადაც მე ვარ ნამყოფი და უმორჩილესად გთხოვთ აქვე დააფიქსიროთ, რომ ქართველი ხალხი ყველაზე მეგობრული, სასიამოვნო და სტუმართმოყვარეა, მათ შორის ვისაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შემხვედრივარ. იმაზე საუბრისას რაც ვნახე, ინფრასტრუქტურა და საავიაციო ოპერაციების პირობები კვლავ საჭიროებს საყრდენს. როგორც ფრენის უსაფრთხოების აუდიტორი და ავიაციის მენეჯმენტში 20+ წლის სტაჟის მქონეს, მე მინახავს ათობით ავიაკომპანიის სათაო ოფისი და ოპერაციები გლობალურად. “ავიაკომპანია ჯეო სქაი” არის მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების დონეზე. როგორც ჩემს ზღვისპირა ქალაქ ჰამბურგში ვამბობთ, “თევზი თავიდან ყროლდება”. მენეჯმენტის გუნდი აღმოჩნდა ძალიან მცოდნე, ორიენტირებული და ჭკვიანი და ზუსტად ასეთი გამოცდილება მივიღე ამ დროის მანძილზე. უნარიანი და სწორი შეხედულების მქონე ორგანიზაცია.
-ახალი ავიაკომპანიის პირობებზე, როგორია Geo Sky თქვენი ხედვით და აკმაყოფილებს თუ არა ევროპულ სტანდარდებს?
– ევროკავშირის არაწევრი კომპანია, რომელიც ახორციელებს ფრენებს ევროკავშირის ქვეყნებში კლასიკური საჰაერო ხომალდების მეშვეობით, ხელისუფლების ხელშეწყობით, შეძლებს განახორციელოს ნებისმიერი ოპერაცია საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის, უსაფრთხოების, პროფესიონალიზმისა და ავტორიტეტის აღიარების თვალსაზრისით. სულმოუთქმელად ველი ამ ყოველივეს.
-Air Clips-ი რამდენი ხანია რაც ბაზარზეა და დღეის მონაცემებით რამდენი ავიაკომპანიის ისტორია გადმოსცა. ავიაკომპანიის შერჩევისას რა კრიტერიუმებით სარგებლობთ, რათა ის თქვენი სამიზნე გახდეს?
– ავიაკომპანიებსა და AIRCLIPS-ს შორის თანამშრომლობა ცოტათი რომანს ჰგავს. თქვენ ცოტა ხანს იცნობთ ერთმანეთს, უცებ პირველი კონტაქტი დამყარდება და თუ ყველაფერი კარგად იმუშავებს, შეიძლება იქიდან რაღაც მართლაც მშვენიერი გამოვიდეს. შვიდი წელია AIRCLIPS აკეთებს იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ დღეს. ყოველთვის არის ისეთი კრიტერიუმების ერთობლიობა, როგორიცაა თვითმფრინავის ზომა, ოპერაციების ტიპი, ავიაკომპანიის მიმზიდველობა სხვადასხვა კუთხით და პირადი კავშირი ადამიანებთან, რომლებიც ამ ყველაფრის უკან დგანან.
-დამატებით ხომ არ გაგიჩნდათ ინტერესი რომელიმე ქართული ავიაკომპანიის მიმართ?
– ჩვეულებრივ „ღია ფანჯარაში გვძინავს“, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში „ავიაკომპანია ჯეო სქაი“-ში მეგობრების მიმართ ვგრძნობთ ერთგულებას. მათი B747 ოპერაციები ყოველთვის შესანიშნავი იქნება სხვა ფილმისთვის და ნებისმიერი სხვა წამოწყება, ვერტმფრენიდან დაწყებული, სადაც არ უნდა წავიდეს ეს ორგანიზაცია, ყოველთვის იქნება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი.
დიდი მადლობა საინტერესო კითხვებისთვის და ქედს ვიხრი ჯეო სქაის თანამშრომლებისა და ქართველი ხალხის წინაშე!
avianews.ge