ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთს იაპონიის მთავრობა დააფინანსებს
03 სექტემბერი, 2018

ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის მშენებლობას იაპონიის მთავრობა 343 მლნ დოლარით (38,735 მლრდ იაპონური იენი) დააფინანსებს. იაპონიის მთავრობა საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (Japan International Cooperation Agency, JICA) მეშვეობით გამოყოფს.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი 14.7 კმ-ია და დაფინანსებას ქართული მხარე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) თაობაზე შეთანხმებას იაპონურ მხარესთან მომავალ კვირაში გააფორმებს, როდესაც (4-5 სექტემბერს) საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იპოანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო ეწვევა. 

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.