ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ახალი ღვინის ფესტივალი“ ახალი აღმოჩნებით
14 მაისი, 2018

მთაწმინდის პარკმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლა. „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით „ახალი ღვინის ფესტივალი“ წელს უკვე მეცხრედ გაიმართა.

ფესტივალში მონაწილე ღვინის მწარმოებლებმა სტუმრებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2017 წლის მოსავლის ღვინოები დააგემოვნეს. 

ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, საზეიმოდ გაიხსნა ქვევრი, გათამაშდა ღვინის კასრები. წელს ქვევრში წარმოდგენილი იყო ღვინო გურიის რეგიონიდან - კობიძეების „ჩხავერი“.

„ღვინის ეროვნული სააგენტო წელსაც „ახალი ღვინის ფესტივალის მხარდამჭერია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს მცირე და საშუალო სეგმენტი. სასიხარულოა, რომ წელს ფესტივალზე 70 ახალი ღვინის საწარმო არის წარმოდგენილი, ფესტივალს ესწრება უმრავი ტურისტი, უცხოელი და ქართველი ღვინის პროფესიონალი. დღევანდელი დღე ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას,“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ფესტივალს ღვინის პროფესიონალები და ღვინის თემით დაინტერესებული ჟურნალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაესწრნენ.

ფესტივალზე სულ წარდგენილი იყო 81 ღვინის კომპანია და 131 მცირე საოჯახო მარანი. შესარჩევი დეგუსტაციებისთვის 236 საოჯახო მარნის 422 ღვინო შევიდა. ფესტივალზე, ტრადიციულად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო 100 საოჯახო მარანი, მაგრამ აქტივობა იმდენად დიდი იყო მარნების მხრიდან, რომ ღვინის კლუბის გადაწყვეტილებით, საბოლოოდ 131 საოჯახო მარანი შეირჩა. 

,,ახალი ღვინის ფესტივალში“ მონაწილეებისა და სტუმრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. პირველ ფესტივალზე, რომელიც 2010 წელს გაიმართა, ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია მონაწილეობდა.

www.travelingeorgia.ge


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.