ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ახალი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ფრენებს 5 მიმართულებით გეგმავს
30 მარტი, 2018

ახალი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ოპერირებას იწყებს. ავიაკომპანია ფრენებს თბილისიდან თელ-ავივის, მოსკოვის, სამარას, სანქტ-პეტერბურგის, ჟუკოვსკის მიმართულებით განახორციელებს, ნებართვის მისაღებად კომპანიამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე მიმართა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, კომპანიის ამ 5 მიმართულებით საჰაერო ხაზებზე რეგულარულ გადამზიდველად დანიშვნის თაობაზე განაცხადი სააგენტოში 27 მარტს შევიდა.

„საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2012 წლის 6 აგვისტოს შეხვედრის ოქმის შესაბამისად, თითოეული მხრიდან შესაძლებელია სამი ავიაგადამზიდველის დანიშვნა. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2016 წლის 10 ივნისის ტექნიკური შეხვედრის ოქმის შესაბამისად, თითოეულ მიმართულებაზე, თითოეული მხრიდან შესაძლებელია სამი ავიაგადამზიდველის დანიშვნა”, აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.