აზერბაიჯანელი და უკრაინელი ჟურნალისტები აჭარაზე სტატიებსა და რეპორტაჟებს მოამზადებენ
უკრაინელი და აზერბაიჯნალი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებსა და სატელევიზიო სიუჟეტებს მოამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს უკრაინაში პოპულარული ტელეარხების "1+1"-სა და "UA-First" გადამღები ჯგუფები, აზერბაიჯანიდან კი რეიტინგული ვებ-პლატფორმებისა და ტელეკომპანიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
უკრაინელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასები, ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ფოლკლორი და მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტები. ისინი ასევე მოამზადებენ სიუჯეტებს, თუ რა სიახლეები დახვდება ტურისტებს აჭარაში და როგორ ემზადება რეგიონი ტურისტული სეზონისთვის.

ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გინიოს ციხე და მთიანი აჭარა ასევე დაათვალიერეს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმაც, გაეცნენ ქართულ ფოლკლორსა და ადგილობრივ კერძებს.
“გასულ წელს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა რეგიონს. წელს ვაგრძელებთ აჭარის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნების მედიასაშუაებების მეშვეობით. საერთაშორისო მედია დიდ ყურადღებას იჩენს ჩვენი რეგიონის მიმართ და რათქმაუნდა მათ მიერ მომზადებული თითოეული სტატია, რეპორტაჟი თუ გადაცემა იწვევს ჩვენი პოტენციური ტურისტების დაინტერესებას აჭარითა და ზოგადად ჩვენი ქვეყნით. ამჯერად, უკრაინელ ჟურნალისტებს ვმასპინძლობთ. ისინი არიან პოპულარული ტელეკომპანიების წარმომადგენლები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათ ჩვენს პოტენციურ ტურისტებს მიაწოდონ სანდო და კარგად მომზადებული რეპორტაჟები,” განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
www.travelingeorgia.ge