ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა 2018 წელს დასრულდება
28 დეკემბერი, 2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამშენებლო პროექტების მონიტორინგი კახეთის რეგიონში დაიწყო. ზურაბ ალავიძემ კახეთის გუბერნატორთან ერთად, ამჯერად ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის მშენებლობა დაათვალიერა. 

ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი 15,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის ღირებულება 38 000 000 ლარია და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. 

გურჯაანი-ბაკურციხის გზა, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას დააკავშირებს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი გზა მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს, ავტოტრანსპორტი ქალაქ გურჯაანსა და 7 სოფელს აუქცევს გვერდს. 

ამ დროისათვის მიმდინარეობს, მიწის საფუძვლის, ყრილის, ბეტონის მილ-ხიდების მოწყობის სამუშაოები. ასევე ხიდის სამშენებლო სამუშაოები, გზის საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა და ასფალტ-ბეტონის მოწყობის სამუშაოები. 

სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება. ამ ეტაპზე დასაქმებულია 270 ადამიანი. 

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.