ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბარების ამხანაგობის თავმჯდომარე: აღმაშენებელზე კაფეების პროტესტი არასწორად მიმაჩნია
16 აგვისტო, 2017

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე-ბარების ამხანაგობის თავმჯდომარისთვის გივი დუჩიძისთვის რამდენიმე ბარის მეპატრონის პროტესტი მიუღებელია. როგორც მან "საქმის კურსს" განუცხადა, მერია ცდილობს კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს დაწესებულებები და ღია კაფეებმა მათ წინ მდებარე მიწა იჯარით აიღონ. 

გივი დუჩიძე აცხადებს, რომ არასწორია, როდესაც მერია მეპატრონეებს კანონის დაცვას სთხოვს, ბიზნესი კი ამას საპროტესტო აქციით პასუხობს. 

"ერთი ბარი იყო, მგონი დაკეტილი და ბოლოს იმანაც გახსნა",- ამბობს გივი დუჩიძე. 

მისი განმატებით, ბარების მეპატრონეები ბოლო 2-3 თვის განმავლობაში რამდენჯერმე დაიბარეს მერიაში და სთხოვეს კანონთან შესაბამისობაში მოსვლა, ამიტომ კოლეგების ნაწილის პროტესტი ამხანაგობის თავმჯდომარეს არასწორად მიაჩნია. 

„მგონი, დღეს უკვე ყველა ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია. იმის თქმა მერიისთვის, რომ კანონით არ მოაწესრიგოს ბარები, მგონი უაზრო არგუმენტია. ამის წაყენებასაც აზრი არ აქვს მერიისთვის“,- ამბობს გივი დუჩიძე. 

შეგახსენებთ, გუშინ აღმაშნებელის გამზირზე მდებარე რამდენიმე ბარი საპროტესტოდ დაიხურა. კაფეების მეპატრონეებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მერიამ მათ საფეხმავლო ქუჩაზე ღია ტერასების დემონტაჟი ან მისი იჯარით აღება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმით დაემუქრა. 

გუშინ „საქმის კურსს“ მერიაში განუცხადეს, რომ თბილისის მერია კაფეების მოწესრიგებას და კანონთან შესაბამისობაში მოყვანას აპირებს და ეს პროცესი გაგრძელდება.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.