ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბერძნული ELLINAIR-ი თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს
13 აპრილი, 2018

ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR-ი თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს შეასრულებს

რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკის და კუნძული კრეტას მიმართულებით მაისიდან განახლდება.

ფრენა AIRBUS 320 და BOEING 737 ტიპის თვითმფრინავებით 22 მაისიდან თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით კვირაში ერთხელ, სამშაბათობით განხორციელდება. 14 ივნისიდან კი რეისები კვირაში ორჯერ – სამშაბათობით და ხუთშაბათობით შესრულდება.

ერთი გზის ბილეთის ფასი 297 ლარიდან, ორის - 591 ლარიდან დაიწყება.

14 ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები კუნძული კრეტას მიმართულებით დაინიშნება.

ჰერაკლიონის მიმართულებით რეისები კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით შესრულდება. ორმხრივი ბილეთის ფასი 765 ლარი იქნება.

ავიაბილეთის ფასში შედის: 8 კგ ხელბარგი; 20 კგ ბარგი; კვება ბორტზე; გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები; აეროპორტში რეგისტრაციის გავლა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.