ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბიორკი სვანეთში, ზემო აჭარაში, გურიასა და კახეთში ჩავა
23 ოქტომბერი, 2017

ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი საქართველოს ოქტომბრის ბოლოს ეწვევა. 

„ბიორკი თავად არის დაინტერესებული ქართული მუსიკით და მიემგზავრება საქართველოს მუსიკალურ ექსპედიციაში“, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე SOU-ს ფესტივალის დამფუძნებელმა სანდრო ლომინაშვილმა. ინფორმაციას „ლიბერალი“ ავრცელებს.

სანდრო ლომინაშვილის თქმით, ისლანდიელი მუსიკოსი  სვანეთს, ზემო აჭარას, გურიასა და კახეთს ესტუმრება.

ორგანიზატორების განცხადებით, ბიორკი სიმღერებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, ძირითადად თავისი ბოლო, მე-9 ალბომიდან შეასრულებს. 

31 ოქტომბერს თბილისში შეკრებილი მსმენელი ბიორკს დიდ საკონცერტო დარბაზში იხილავს, ხოლო 3 ნოემბერს მუსიკალურ შოუს უკვე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი უმასპინძლებს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.