ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბიზნესტურისტებმა შარშან საშუალოდ 6 ბიზნესვიზიტი განახორციელეს
26 ივნისი, 2017

2016 წელს ბიზნესტურისტებმა წლის განმავლობაში საშუალოდ 6 ვიზიტი განახორციელეს და ამ მიზნით სასტუმროში საშუალოდ 18 დღე/ღამე გაატარეს, – მაჩვენებლებს კონსალტინგური კომპანია BDRC Group-ი საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც თავის მხრივ 16 ათასი მოგზაურის ქცევა შეისწავლა.

კომპანიის მიერ გამოკითხული რესპოდენტების 47%-ი კომპანიის ფილიალებში სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ. 32%-ი საზღვარგარეთ ტოპ-მენეჯერებთან შესახვედრად გაემგზავრა.

ასევე ირკვევა, რომ ფრენისას ისინი კითხულობდნენ Fox-ს, Harvard Business Review-ს, Financial Times-ს, National Geographic-ს და Discovery-ს 10 გამოკითხულიდან 4 თვითმფრინავში ყოფნისას ფიქრობს, თუ რას დააგემოვნებს და რას დალევს ვიზიტისას. ასევე 27%-ი ფიქრობს თუ როგორ სუვენირებს უყიდის ოჯახის წევრებს და თანამშრომლებს.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.