ბარი „ვინერია“ ქართული ღვინის საინფორმაციო-სარეალიზაციო სივრცეა, რომელიც ბარათაშვილის 2-ში მდებარეობს.
ვინერია ძალიან განსხვავებული ინტერიერითა და საინტერესო სივრცით გამოირჩევა. ამ სივრცეში ძალიან ბევრი სახეობის ღვინოა მოქცეული, 22 ივნისს კი ბარი 8 სახეობის ღვინის ბრმა დეგუსტაციაზე სრულიად უფასაოდ გეპატიჟებათ.
წარმოდგენილი ღვინოები დეგუსტატორებმა გემოთი და არომატით უნდა ამოიცნოთ. ყველაზე მეტი სწორი პასუხის ავტორი კი ღვინით დასაჩუქრდება.
ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ ეს დეგუსტაცია ერთჯერადი არ იქნება და თვეში 2-ჯერ გაიმართება, შესაბამისად შედეგების მიხედვით სხვადასხვა წოდებები გაჩნდებიან, როგორებიცაა ღვინის მაგისტრები და კავალერები.
დეგუსტაციაში ხუთჯერ გამარჯვებული ანუ ხუთი „ქვევრის“ მფლობელი ფასდაკლებით ისარგებლებს „ვინერია“-ს ღვინის რესტორანსა და მაღაზიაში.
ასე რომ, განსხვევებული და მრავალფეროვანი ღვინის მოყვარულებო გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს საღამო.
www.travelingeorgia.ge