ბოლო 5 წელში, საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობის უფლება 108 615-მა უცხოელმა მოიპოვა
2013 წლიდან 2017 წლამდე საქართველოში ბინადრობის ნებართვა 85 604-მა უცხოელმა მიიღო, მათგან 26 111-მა _ მუდმივი ბინადრობისა, ხოლო 59 49- მა დროებითი ბინადრობისა.
საქართველოს მოქალაქეობა კი, ბოლო 5 წლის მონაცემებით, 23 011-მა ადამიანმა მიიღო. ჯამში, 108 615-მა პიროვნებამ მიიღო ბინადრობის ნებართვა დამოქალაქეობა.
დროებითი ბინადრობის ნებართვა ყველაზე დიდი რაოდენობით, 22 089 პირზე, 2015 წელს გაიცა, ხოლო მუდმივი ბინადრობის _ 9 407 პირზე.
2017 წლის მონაცემებით, დროებითი ბინადრობის ნებართვა მოიპოვა 13 336 პირმა, მუდმივისა კი _ 2 820-მა. საქართველოსმოქალაქეობის მიღების ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2013 წელს აღირიცხა _ 6 440 ადამიანი, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქე გახდა 3 097 უცხოელი.
bfm.ge