ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბოსნია და ჰერცეგოვინამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა
09 ნოემბერი, 2017

ბოსნია და ჰერცეგოვინამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.

ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე უკვე განახლდა.

საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ნებისმიერ ექვსთვიან პერიოდში, 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.

აქამდე ვიზის აღება საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინას საკონსულოში უწევდათ. ქვეყანაში შესვლა ასევე შესაძლებელი იყო შენგენის მრავალჯერადი ვიზით.

„პირველი არხი“


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.