ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბრიტანულ გამოცემებში საქართველოს შესახებ სტატიები გამოქვეყნდება
24 აპრილი, 2018

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს ბრიტანელ ჟურნალისტებს აცნობს.

ამჯერად პრესტური ცნობილი ბრიტანული გამოცემები Lonely Planet-ის, Travel Magazine-ის, TNT Magazine-ის 7 ჟურნალისტისთვის გაიმართა.

ტურის ფარგლებში ბრიტანელმა ჟურნალისტებმა თბილისი, ქუთაისი, კახეთი, აჭარა და სამცხე-ჯავახეთი დაათვალიერეს. ისინი ვრცელ სტატიებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურის, ღვინის და კულინარიის შესახებ მოამზადებენ.

პრეტურის ორგანიზებაში მონაწილეობა ავიაკომპანია Wizz Air-მა მიიღო.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.