ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჩეხეთიდან დამატებითი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ახალი მარკეტინგული კამპანიები დაიგეგმება
21 თებერვალი, 2019

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი მარიამ რაქვიაშვილი შეხვდა ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრს კლარა დოსტალოვას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონალური განვითარების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ურთიერთობების განვითარებას ორი ქვეყნის ტურიზმის შესაბამის უწყებებს შორის.

შეფასდა ჩეხეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა. აღნიშნული ტენდენციის შესანარჩუნებლად, მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტული ღონისძიებების რეალიზებაზე.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.