ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მშენებლობა იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 1750 მეტრი სიგრძის ზიპლაინი ჩირუხის მთაზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გაკეთდება, რაც შუახევში ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრს შექმნის.
არწივის ფორმის, 10 მეტრიანი ზედა სადგურიდან ზიპლაინით დაშვების გარდა, ვიზიტორებს ჩირუხის ულამაზესი პანორამული ხედების ნახვის საშუალება ექნებათ.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ზიპლაინის პროექტირების და მშენებლობის ტენდერი უკვე გამოაცხადა.
imedinews.ge