საქართველოში, პეპლების პირველი პარკი შესაძლოა ბათუმში აშენდეს, - ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.
"კომერსანტი" წერს, რომ პროექტი ამ ეტაპზე იდეის დონეზეა, თუმცა არსებული გეგმით დოქის ფორმის პარკი 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება.
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ოსმან ჩალიშქანი-მჟავანაძის თქმით, თავდაპირველად, სხვადასხვა ჯიშის პეპლის იმპორტი განხორციელდება, პარკის გახსნიდან 6 თვეში კი პეპლების გამრავლება ადგილზე მოხდება.
ოსმან ჩალიშქანი-მჟავანაძე აცხადებს, რომ ამჟამად აჭარის მთავრობასთან და ქალაქის მერთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით,პეპლების პარკში 1.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.