ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„Crystal Group“ სასტუმრო „კრისტალთან“ და ვილებთან ერთად დამსვენებელს 2019 წელს 4* სასტუმროს სტანდარტებით აღჭურვილ აპარტამენტებსაც სთავაზობს
31 დეკემბერი, 2018

ბაკურიანში სეზონი უკვე ოფიციალურად გაიხსნა, თოვლიც მოვიდა და საახალწლო განწყობაც უფრო მეტად იგრძნობა.

დასასვენებლად  წასვლა ამ დროს ყველაზე კომფორტული და სასიამოვნოა, ამისათვის კი გარემო სადაც დაბინავდებით შესაბამისი უნდა იყოს.

„კრისტალ ჯგუფი“ უძრავი ქონების ბაზარზე 2007 წლიდან მოღვაწეობს, მათ მიერ განხორციელებული პროექტები მოიცავს სასტუმროებს, სასტუმრო-საცხოვრებელ აპარტამენტებს   და  ვილებს.

მან დიდი როლი ითამაშა ბაკურიანის ტურისტული პოტენციალის ამაღლებასა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

„კრისტალ ჯგუფი“ 2018 წლის ზამთრის სეზონზე  დამსვენებლებს  კიდევ ერთ ახალ  დასასვენებელ კომპლექსს – „კრისტალ რესორტს“ სთავაზობს, რომელიც აერთიანებს 85 კომფორტულ აპარტამენტს .

აპარატემენტები მოწყობილია 4* სასტუმროს სტანდარტებით, გამოირჩევა მყუდრო გარემოთი, მთის ხედებით, აღჭურვილია ყველა საჭირო  ინვენტარით.

„კრისტალ რეზორტის“ ყველა აპარტამენტში ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი, ასევე კომპლექსი აღჭურვილია Otis-ის ლიფტებით, სამეთვალყურეო ვიდეო და სასტუმრო მართვის სისტემით, 24 საათიანი მიმღებით, კვების ობიექტით, სათხილამურო აღჭურვილობის საცავით.

სტუმრები სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოფილნი არიან აეროპორტის ტრანსფერით.

„კრისტალ ჯგუფი“ აპარტამენტებიდან 50 მეტრში “Crystal Wonderland park”-ის მშენებლობას განახორციელებს, რომელიც აღჭურვილი იქნება საბავშვო და სავარძლებიანი საბაგიროთი, აგრეთვე იგეგმება ყინულის მოედნის, გასართობი ატრაქციონების,  ველობილიკებისა და კაფეების მოწყობა. გაზაფხულიდან აპარტამენტებს კვების ობიექტიც დაემატება.

„კრისტალ ჯგუფი“ აპარტამენტებთან ერთად 25 ვილას ფლობს, რომლებიც „კრისტალ რეზორტის“  მსგავსად ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი.

„კრისტალის“ ვილები და აპარტამენტები დიდველის სათხილამურო ტრასიდან 800 მეტრშია, ისევე როგორც ყველასთვის ცნობილი სასტუმრო „კრისტალი“.

„სასტუმრო კრისტალი“ უკვე 10 წელია სტუმრებს ემსახურება და გამოირჩევა მაღალი ხარისხის სტანდარტებით. ის ჯამში სხვადასხვა ტიპის, მოცულობის და ინტერიერის მქონე  108  სრულად აღჭურვილ ნომერს აერთიანებს. ადგილზე ფუნქციონირებს ბარი, რესტორანი, სპა, საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი, სილამაზის სალონი  და სხვა.

სწორედ ამ სასტუმროს მენეჯმენტითა და მომსახურების ხარისხით იმართება კრისტალის ვილები და აპარტამენტები, რომელსაც სტუმრები უკვე ამდენი წელია ენდობიან.

ასე, რომ თუ ზამთრის კურორტზე წასვლას გეგმავთ, მაგრამ არ იცით სად დაბინავდეთ, თუმცა თქვენთვის კომფორტი და მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვანია, გაითვალისწინეთ, რომ „კრისტალის“ პერსონალი მუდამ მზადაა თქვენს მისაღებად.

travelingeorgia.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.