ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დაბა ურეკში ახალი ბულვარი მოეწყო
23 ივნისი, 2022

დაბა ურეკში ბულვარის მოწყობის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების სამუშაოები დასრულდა. სამუშაოებზე ბიუჯეტიდან 3.1 მილიონი ლარი დაიხარჯა.

პროექტის ფარგლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ბულვარის ცენტრალურ შესასვლელს, საფეხმავლო ბილიკს, ცენტრალური შესასვლელის მიმდებარედ მთავარ მოედანს, მცირე მოედანს, მოეწყო ახალი სველი წერტილები. ასევე, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა თაყაიშვილის ქუჩასა და ბულვარის დამაკავშირებელ გასასვლელებს, მოეწყო მცირე არქიტექტურული ფორმები და ბულვარის ინვენტარი, ბავშვთა მოედან და სივრცეები სპორტული აქტივობებისთვის. 

ბულვარში დამონტაჟდა გარე განათება, მოეწყო ველო-ბილიკები, მცირე მოედნები და სივრცეები ღია სეზონური კაფეებისა და კომერციული ობიექტებისთვის.

ამასთან, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს, გურიის სანაპირო ზოლის მოვლის სამუშაოებს, რისთვისაც მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მათ შორის, ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარი (Beach tech). სანაპირო ზოლის მოწესრიგებისა და დასუფთავების სამუშაოებზე ამჟამად დასაქმებულია 180-მდე ადგილობრივი მოსახლე.

გურიის სანაპირო ზოლი მზად არის ტურისტებს კომფორტულ და მოწესრიგებულ გარემოში უმასპინძლოს.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.