ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დაგეგმე კარიერა ტურიზმის სფეროში - პროგრამა სტუდენტებისთვის
20 თებერვალი, 2018

სტუდენტებს, რომლებიც ტურიზმით არიან დაინტერესებული ახალი შესაძლებლობები ეძლევათ. სტუდენტებისთვის 27 თებერვალს ტურიზმის სფეროში კარიერის დასაგეგმად გამოფენა მოეწყობა.

გამოფენების ცენტრში „ExpoGeorgia” კარიერის დაგეგვმის ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, გამოფენის მიზანია სტუდენტების ინფორმირება და ტურიზმის ინდუსტრიის უკეთ გაცნობა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს წევრი 25-ზე მეტი ორგანიზაცია, მათ შორის, წამყვანი სასტუმროები და ტურისტული კომპანიები. გამოფენის დროს სტუდენტებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრონ, გაეცნონ მათ საქმიანობას, დაგეგმონ კარიერა და გაიგონ თუ რა უნარ-ჩვევები და გამოცდილება არის დამსაქმებლისთვის პრიორიტეტული ტურიზმის სფეროში.

ღონისძიების დეტალებთან დაკავშირების ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძემ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.