ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დავით აღმაშენებლის ხეივანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
29 მაისი, 2018

თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. თბილისის მერიამ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 120 000 ლარია.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ხეივნის ორივე ნაწილის რეაბილიტაცია, მთლიანობაში მისი სიგრძე 19 კმ-ია.

სატენდერო განაცხადში მითითებულია, რომ გზის საფარი ამორტიზებულია, არის ორმოები, ჯდენები, გრძივი და განივი ბზარები.  დაზიანებებია ქვეითებისთვის განკუთვნილ ტროტუარზეც. საპროექტო გზის გრძივი და განივი პროფილები არ შეესაბამება ნორმებს, ეს ხელს უშლის ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხო გადაადგილებას.

წინადადებების მიღება 5 ივნისს დასრულდება.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.