ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დღეს უცხოელი ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის თბილისის ტური იგეგმება
27 მაისი, 2021

დღეს, 08:30 საათიდან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით პროექტის „ციფრული დღეები საქართველოში“ ფარგლებში პოპულარული უცხოელი ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის თბილისის ტური (მეტეხის ტაძარი, აბანოთუბანი, გაბრიაძის საათი) გაიმართება.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღის წესრიგის მიხედვით, 15:30-20:00 საათზე უცხოელი სტუმრებისთვის შატო მუხრანში მიღებაც გაიმართება. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და USAID-ის წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროექტის ფარგლებში ამერიკული პლატფორმა Steller-ის საშუალებით Facebook-ის, Instagram-ის, Youtube-ისა და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერები და ინფლუენსერები როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად ეწვევიან: თბილისს, გუდაურს, სტეფანწმინდას, თრუსოს ხეობას, ქუთაისს, პრომეთეს მღვიმეს, ბათუმს, მესტიას და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებს. პრეს-ტურის მონაწილეები სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს. პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში საქართველოს მიმზიდველი ადგილებისა და ხალხის შესახებ ასობით ისტორია მომზადდება.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.