ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
11 აპრილი, 2018

დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, პროექტს, რომლის ბიუჯეტის დაახლოებით 2 მლნ ლარია, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.

პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება.

პროექტი ითვალისწინებს საკომუნიკაციო ქსელის სრულ რეაბილიტაციას, ახალი ასფალტის საფარის დაგებას, ტროტუარების, ბორდიურებისა და გზის სავალი ნაწილის მოწყობას. ასევე, მოეწყობა ახალი განათების სისტემა და გამწვანდება გზაგამყოფი ზოლი.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაციის პროცესის დასრულებამდე შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, რათა სამუშაოების გამო არ შეფერხდეს მოსახლეობა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.