ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
მუშაობთ ტურიზმის ინდუსტრიაში? გინდათ, რომ თქვენი სასტუმრო, რესტორანი თუ სარეკრეაციო ცენტრი მოხვდეს ტურისტთა ყურადღების ცენტრში?
11 აპრილი, 2019

მუშაობთ ტურიზმის ინდუსტრიაში? გინდათ, რომ თქვენი სასტუმრო, რესტორანი თუ სარეკრეაციო ცენტრი მოხვდეს ტურისტთა ყურადღების ცენტრში, ჯერ კიდე სანამ ჩამოვლენ საქართველოში? ინტერნეტი თქვენი ბიზნესის წინ წაწევის ძლიერი ხელსაწყოა, მაგრამ როგორ დავრწმუნდეთ იმაში, რომ საქართველოს სტუმრები არა მარტო დაინახავენ თქვენს შესახებ ინფორმაციას, არამედ ენდობიან მას? „Travel in Georgia“ ყველა ამ შეკითხვაზე გასცემს პასუხს.

Travel in Georgia 2011 წელს შეიქმნა როგორც ქვეყანაში პირველი ტურისტული საინფორმაციო ვებ პორტალი. იდეა მარტივი, და თან ინოვაციური იყო – საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის ისეთი ადგილის შექმნა, სადაც მათთვის ყველანაირი სასურველი ინფორმაცია მოიძებნებოდა. ნებისმიერ კომპანიას, თუ იგი ტურიზმის სექტორში მუშაობს, შეუძლია პორტალის წევრი გახდეს. წევრებს საკუთარი პროფილები აქვთ, რომლის რედაქტირება და ინფორმაციის განახლება შეუძლიათ. ამასთან, Travel in Georgia რეგულარულად აქვეყნებს მარკეტინგულ სტატიებს იმ ინოვაციებსა თუ ახალ შემოთავაზებებზე, რომლებსაც წევრი კომპანიები საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობენ. ყველა პროფილი სამ ენაზე იქმნება: ქართულად, ინგლისურად და რუსულად.

მუშაობის რვა წლის განმავლობაში Travel in Georgia საქართველოს ტურიზმის სავიზიტო ბარათი გახდა. სახელმწიფო ტურიზმის ადმინისტრაციის შემდეგ ის ამ სექტორში უდიდესი წარმომადგენელია. დღეს პორტალს უკავია პირველი ადგილი ყველა ძირითად საძიებო სისტემაში, როგორიცაა Google, Yandex და სხვა – საქართველოსთან დაკავშირებულ ტურიზმის ან მოგზაურობის ძებნის შედეგებში.

მაგრამ ცვლილებების გარეშე პროგრესიც არ არსებობს. ამიტომ Travel in Georgia-მ ახალი სეზონი უამრავი სიახლით და პარტნიორებისთვის სასიამოვნო სიურპრიზით დაიწყო. უპირველეს ყოვლისა, 2019 წლის 10 იანვრიდან Travel in Georgia გადავიდა .com დომენზე. ამის უპირატესობები ნათელია. ახლა პორტალის მოძებნა ბევრად უფრო ადვილია ნებისმიერი ქვეყნიდან. თუ ადრე ის ძირითადად მეზობელ ქვეყნებზე იყო გათვლილი, ახლა გლობალური მარკეტის მოთამაშე გახდა.

ეს კი ტურიზმის დარგში თქვენი ბიზნესისთვის ნიშნავს, რომ უფრო მეტი სტუმარი გაიგებს თქვენი მომსახურეობის შესახებ და წინასწარ დაგეგმავს ვიზიტს. შვიდი წლის განმავლობაში Travel in Georgia-მ დაიმსახურა უმანკო რეპუტაცია როგორც ტურისტთა, ასევე კომპანიების შორის, რადგან მათ მხოლოდ საუკეთესოს სთავაზობს. ეს კი იმიტომ იყო შესაძლებელი, რომ თითოეული ახალი წევრი პირადად მოწმდება კომპანიის წარმომადგენლის მიერ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი მონაცემთა ბაზაში დამატება.

რას მიიღებს თქვენი კომპანია, თუ ტურისტული საინფორმაციო პორტალის Travel in Georgia-ს წევრი გახდება? თქვენ გექნებათ საკუთარი პროფილი სამ ენაზე, რომლის რედაქტირებას შეძლებთ. ტურისტები, რომლებიც ვებ პორტალზე გარკვეულ მომსახურეობას ეძებენ, აუცილებლად ნახავენ თქვენს პროფილს. ასევე გამოქვეყნდება მარკეტინგული სახის სტატიები თქვენს ახალ შემოთავაზებებსა თუ სიახლეზე, რაც მეტ საშუალებას მისცემს საქართველოს სტუმრებს უკეთესად გაეცნონ თქვენს კომპანიას.

იმის მერე, რაც Travel in Georgia  საერთაშორისო დომეინზე გადავიდა, თქვენს შესახებ უფრო ფართო აუდიტორია გაიგებს. კომპანია აქტიურად ემზადება ახალი ტურისტული სეზონისთვის და თანამშრომლობისთვის ბევრ საინტერესო სიახლეს ამზადებს, რათა კომპანიებს უფრო მეტი საშუალება მიეცეს თავიანთჳ მომსახურეობა შესთავაზონ როგორც ტურისტებს ასევე ამ ინდუსტრიაში არსებულ პოტენციურ პარტნიორ კომპანიებს.

თუ თქვენ ძველი და სანდო პარტნიორი ხართ, რომელსაც თანამშრომლობის გაგრძელება სურს, ან სულაც ახალი კომპანია, რომელიც პორტალზე გაწევრიანობაზე ფიქრობს, Travel in Georgia ელის თქვენს განაცხადს და მზადაა მიგიღოთ როგორც მისი დიდი ოჯახის ახალი წევრი.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.