დრონის საშუალებით საჰაერო ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიდან გამომდინარე, დრონის გამოყენებასთან დაკავშირებით მსოფლიოს ქვეყნები სხვადასხვა რეგულაციას აწესებენ. მათ შორისაა საქართველოც: სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის პირველი სექტემბრიდან უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია კატეგორიაში ექსპლუატაციისა და საჰაერო ხომალდის მოდელის ოპერირების მარეგულირებელი ნორმები ამოქმედდა.
ახალი რეგულაციის მიხედვით, დაშვებული სიმაღლე - 400 ფუტი გავრცელდება უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაზე მხოლოდ ღია კატეგორიაში, შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების 400 ფუტზე მაღლა ექსპლუატაცია დაიშვება მხოლოდ სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.
რეგულაციების ამოქმედებამდე, საქართველოს ეიმოს ჩეპლი ეწვია - ადამიანი, რომელიც დრონის ფოტოგრაფიის ერთ-ერთ პიონერად ითვლება. მისი ფოტორეპორტაჟი ბრიტანულმა Guardian-მა გამოაქვეყნა.











commersant.ge