ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ძველ იპოდრომთან ამერიკული სტილის ცათამბჯენი აშენდება (ფოტო)
02 ნოემბერი, 2017

2019 წელს თბილისს, ძველ იპოდრომთან ამერიკული სტილის ცათამბჯენი ექნება. პროექტის განმახორციელებელი, ამერიკული კაპიტალით დაფუძნებული დეველოპერული კომპანია Iconia Capital-ია. კომპანიის დამფუძნებელი სეთ ედვარდ ჩარი „კომერსანტთან“ ექსკლუზიურად აცხადებს, რომ იპოდრომის ცათამბჯენი Iconia Capital-ის პირველი სამშენებლო პროექტია საქართველოში.

/

,ეს პროექტი არის მთავარი ორიენტირი იპოდრომის პარკთან არსებულ მშენებლობებში. ნიუ იორკის სტილის შავი ქვის ქვით, შავი ალუმინით მოპირკეთებული ფასადით, რაც ძალიან მომხიბვლელს ხდის შენობას, როგორც ახლოდან ასევე შორი ხედიდან.ჩვენს პროექტში შედის :სპა, საცურაო აუზი, საუნა, სპორტული დარბაზი და სავაჭრო ობიექტები , დამატებით ოთხ სართულიანი ბიზნეს ცენტრი. პროექტის დანარჩენი ფართები განკუთვნილი იქნება ოჯახებისათვის და არა მარტო. რა თქმა უნდა, პროექტს 24/7მოემსახურება დასუფთავების სერვისი და დაცვა ისევე როგორც კერძო პარკისა და ბაღის დაცვა“-აცხადებს ჩარი.

/

მისივე განმარტებით, ცათამბჯენი 21 სართულიანი იქნება და მასში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ჩარის განცხადებით, კომპანიამ მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო. „Iconia Capital-ის გუნდი მზად არის, ააშენოს ამერიკული სტილის პროექტი თბილისში, განახლებადი გაზისა და წყლის სისტემებისაგან, რომელიც შექმნილია ნიუ-იორკის სტილში“-აცხადებს ჩარი.

Iconia Capital LLC ( ცნობილი როგორც Iconia Real Estate Development) ამერიკული კაპიტალით დაფუძნებული დეველოპერული კომპანიაა. კომპანიის დამფუძნებელი ამერიკელი ბიზნესმენია.

/

/

/

ავტორი: სოფო ქსოვრელი 

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.