„ენგური ატრაქცია“ ვიზიტორებისთვის ენგურჰესზე პირველ ტურისტულ მარშრუტს იწყებს. ამ ნაბიჯით „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი - მსოფლიო დონის ატრაქციის“ ეტაპობრივი განხორციელება იწყება.
ტურისტულ მარშრუტზე, რომელსაც პროფესიონალი გიდი გაუძღვება, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მოინახულონ თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები, რომლებიც აქამდე დამთვალიერებლისთვის მიუწვდომელი იყო.
ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათია, რა დროსაც, სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ: კაშხლის ხიდი (გადასახედი), დისკური ფარების შენობა, კაშხლის 315-ე ნიშნულზე არსებული გვირაბი, სადაც ახსნილი იქნება კაშხლის სტრუქტურა და მისი გამორჩეული საინჟინრო თვისებები, ასევე მოინახულებენ ინჟინრული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პერიმეტრალურ გვირაბსა და კაშხლის ფარების განყოფილებას, რომელიც წყალსაცავში წყლის დონეს არეგულირებს.
ტურით სარგებლობა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, ორშაბათის გარდა (სამშაბათი-კვირა) 11:00-დან 17:00 საათამდე.
business-partner.ge