ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ეპიდვითარების დამძიმება არა ტურიზმის, არამედ დიდი ქორწილების დამსახურებაა - გაბუნია
06 აგვისტო, 2021

ჯანდაცვის მინისტრის მოდაგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდვითარება არა ტურიზმის, არამედ ქორწილების და სხვა დიდი თავშეყრების გამო დამძმიმდა.

„ტურიზმის ზეგავლენას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ მიმდინარე ეპიდემიას. ბევრი სხვა ფაქტორია, აქ მთავარი ბუსტერი არ არის ტურიზმი, მთავარი ბუსტერი არის ქორწილი და სხვა დიდი თავშეყრა. კონტაქტების გამოკვლევა მიმდინარეობს და დგინდება, რომ ძირითადი წყარო არ არის ტურისტი, ეს არის სწორედ ამ ღონისძიებებიდან გამომდინარე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კითხვაზე, იცოდა თუ არა მთავრობამ 3-დღიანი ფესტივალის შესახებ, რომელიც გაიმართა და რატომ არ მიეცათ მათ გაფრთხილება, გაბუნია პასუხობს: “დღეს ღონისძიებები იმართება გარკვეული წესებით, რაც წინასწარ არის დაგეგმილი, ადამიანების რაოდენობა წინასწარ არის განსაზღვრული და წესები არის დაცული, ეს ბუსტერს არ ქმნის ინფექციის გავრცელების კუთხით. უკონტროლოდ გავრცელება ხდება მაშინ, როცა ოჯახური შეკრებაა, თან მასშტაბური“.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.