ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ეროვნული მუზეუმი საახალწლო წვეულებას ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ მართავს
29 დეკემბერი, 2017

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ ბავშვებისა და უფროსებისთვის საახალწლო წვეულებას აწყობს.

მუზუემის ცნობით, 29, 30 დეკემბერს 13:00-დან 15:00 საათამდე თოვლის პაპასთან ერთად, ბავშვებს უმასპინძლებენ ოჩოპინტრე, ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟები და ოჩოფეხებზე შემდგარი აკრობატი.

მოეწყობა ძველი ქართული თამაშობები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა სახალისო აქტივობები, რომლებშიც ბავშვები თავად მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონცერტი.

მუზეუმის ბილეთის ფასი მოზრდილებისთვის 3 ლარია, სტუდენტებისთვის 1 ლარი, სკოლის მოსწავლეთა და პენსიონერთათვის 0,5 ლარი.

ავტორი:მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.