ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
1 წელი ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან - ევროპის ქვეყნებში საქართველოს 250 000-მა მოქალაქემ უვიზოდ იმოგზაურა
29 მარტი, 2018

1 წელი ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან - ევროპის ქვეყნებში საქართველოს 250 000-მა მოქალაქემ უვიზოდ იმოგზაურა

28 მარტს 1 წელი გავიდა ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში უვიზოდ საქართველოს 250 000-მა მოქალაქემ უვიზოდ იმოგზაურა.

ახალი გამოწვევა, რომელიც ახლა საქართველოს წინაშეა უვიზო მიმოსვლის დამრღვევთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილებაა. პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშილი იმედოვნებს, რომ საქართველო ამ უდიდესი სიკეთის შენარჩუნებას შეძლებს და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ამ დიდ მონაპოვარს.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი მიღწევა. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი, მაგრამ ამავე დროს ჩვენი მოსახლეობის ევროპული არჩევანის შედეგი.

ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვართ ამაყები. საქართველომ მიაღწია იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის, შენგენის ზონის ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიმართ და უდიდესი ნდობის გამოხატულება“, - განაცხადა პრემიერმა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.