ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გიდები სეპარატისტული ტურიზმის მიმართ პროტესტს უფასო აქცია-პერფორმანსით გამოხატავენ “ეს საქართველოა” – გიდების საპროტესტო აქცია
18 თებერვალი, 2019

აქცია პრეფორმანსი გიდების საერთასორისო დღისთვის 21 თებერვლისთვის დაანონსდა, მთელი საქართველოს მაშტაბით, გიდები განსაზღვრულ დროს და ადგილას ერთდროულად დაიწყებენ აქციას “ეს საქართველოა”. მოგეხსენებათ დიდი პოლემიკა გამოიწვია და პროტესტის ტალღა საქართველოს სახლემწიფო რუკის დამახინჯებამ, ეს აქციაც თავისებური, გაგრძელებაა მაშტაბური ფორმით, უკვე დაგროვილი პროტესტის.

აქცია ფეისბუქზე დაანონსდა და მასში მონაწილეობის მიღება ყველა მოქალაქეს შეუძლია. 

გთავაზობთ უცვლელად ტექსტს:

21 თებერვალი, გიდების საერთაშორისო დღეა! 

ჩვენ, საქართველოს გიდები, ქვეყნის ელჩები და პატრიოტები, ამ დღესთან დაკავშირებით, სამშობლოს სადარაჯოზე ვირაზმებით! 

ვაანონსებთ სრულიად აპოლიტიკურ საპროტესტო აქციას, რომელსაც ექნება მაშტაბური ტურის სახე.

უფასო ტურზე ვიწვევთ ყველა ახლობელს, შინაურს, ქალაქის სტუმარს, მთავრობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს,სკოლებს და უნივერსიტეტებს, მეზობლებს და მეგობრებს, ამ დღეს სრულიად უსასყიდლოდ, საქართველოს გიდები საქართველოსთვის აწყობენ აქცია- პერფორმანსს- #ესსაქართველოა

რას ვაპროტესტებთ ჩვენი აქციით?! 

1. ყველამ, უცხოურმა კომპანიებმა, ტურ-ოპერატორებმა, პატივი სცენ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკას, მსოფლიოს მიერ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. პატივი ეცეს ქვეყნის რუკას, დროშას, ისტორიას, კულტურას და ტრადიციებს!

2.შეწყდეს სეპარატისტული ტურიზმი საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე.

3.დაცული იქნას სახელმწიფო თუ საერთაშორისო სამართლის ნორმები და კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

მთავარი მესიჯი, საქართველო აფხაზეთიდან იწყება, ცხინვალის რეგიონი ქვეყნის გულია, საქართველო მხოლოდ თბილისი არაა!
#ესსაქართველოა #ძალაერთობაშია

რას ვგეგმავთ? 

21.02 12:00 წუთზე, მთელი საქართველოს მაშტაბით, ერთდროულად დაიწყება აქცია-ტური, თბილისში და ყველა დიდ ქალაქში მყოფი გიდი, ერთ არჩეულ ლოკაციაზე შეიკრიბება, გაუძღვება ტურს სხვადასხვა მიმართულებით (ტურისტებს, მეგობრებს, მეზობლებს, სტუდენტებს, მისწავლეებს), აჩვენებს მათი ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და 15:00 საათზე, წინასწარ შერჩეულ ლოკაციაზე ყველა გიდი გაერთიანდება.

გიდებს და აქციის სხვა მონაწილეებს, ერთი საერთო ნიშანი ექნებათ, ესაა საქართველოს დროშის ფერების დეტალები ტანსაცმელზე( ქუდი, შარფი, მაისური, თუ სხვა ხილული წითელ-თეთრ ფერში არსებული აქსესუარი) პატარა ალამი ხელში.

აქციაში მონაწილე გიდების რაოდენობის გათვალისწინებით, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. თუ მსურველთა დიდი რაოდენობა იქნება, ამ შემთხვევაში, არამხოლოდ მოძრავი ტურები ჩატარდება, არამედ ლოკალურად, სხვადასხვა ისტორიულ, ტურისტულ ლოკაციასთან, იგეგმება გიდების მობილიზაცია, ინგლისურ/რუსულ/ქართულ ენაზე მოსაუბრე გიდი, გამვლელებს უამბობს არსებული ობიექტის შესახებ…

თბილისში ათვლის წერტილად მეტეხის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა, ფინალური შეხვედრის ადგილად თავისუფლების მოედანი. 

სხვადასხვა მიმართულებით დაძრული ჯგუფები, შეგროვდებიან მოედანზე, მსურველები გააგრძელებენ რუსთაველის მიმართულებით ტურს, ნაწილი ალბათ ბანკეტზე შემოგვიერთდება, ნაწილი კი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება. 

ვფიქრობთ, მაშტაბურად გაშუქება, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება, გაცილებით შედეგიანი იქნება.

აქციის მთავარი მიზანია, სრულიად აპოლიტიკურმა პროფესიონალი გიდების გაერთიანებულმა ჯგუფმა, გამოაფხიზლოს მთავრობა, დაიცვას ქვეყნის იმიჯი, პრესტიჟი, კანონმდებლობა, სხვა ქვეყნებსაც აიძულოს პატივი სცენ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკას, შეწყვიტონ სეპარატისტული რეგიონების ტურისტულ ზონებად გამოყენება და დაემორჩილონ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

#გიდებისაქართველოსთვის!
#ძალაერთობაშია!


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.