ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Etihad Airways-მა საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლიდან ტვირთბრუნვა 56%-ით გაზარდა
01 მარტი, 2018

არაბული ავიაკომპანია Etihad Airways-ი, რომელიც ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს ამ დრომდე მხოლოდ ტვირთების გადაზიდვითაა დაკავებული. თუმცა Etihad Airways-ის მომსახურება ქართველ მგზავრებსაც შეუძლიათ Qatar Airways-თან გაფორმებული ზიარი კოდის ხელშეკრულებით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, Etihad Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, ჩარტერული რეისებით, 2017 წელს 2 მლნ 506 ათას 859კგ. გადაზიდა, რაც 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, ანუ იმ წელთან შედარებით როდესაც Etihad Airways-ი ქართულ ბაზარზე შემოვიდა, 56%-ითაა გაზრდილი.

2017 წლის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით გატარებულ საერთო ტვირთბრუნვაში Etihad Airways-ის წილი 8%-ი იყო.

სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით კომპანიის მიერ საქართველოს მთავარი აეროპორტის მეშვეობით გადაზიდული ტვირთების მოცულობა შემცირებულია 15%-ით.

რაც შეხება სხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებს ის ასე გამოიყურება:

· 2013 წელი – 1605804 კგ;

· 2014 წელი – 2735886 კგ; (+70%)

· 2015 წელი – 2753372კგ; (+0.6%)

· 2016 წელი – 2943283 კგ; (+6,8%)

· 2017 წელი – 2506859კგ. (–15%)

არაბული ავიაკომპანია Etihad Airways არაბთა გაერთიანებული საემიროების მეორე ყველაზე დიდი ავიაკომპანიაა Emirates-ი შემდეგ. მისი სათაო ოფისი აბუ-დაბიში მდებარეობს. ავიაკომპანია 2003 წლიდან ოპერირებს. კომპანიას შუა აღმოსავლეთის, აფრიკის, ევროპის, აზიისა, ავსტრალიისა და ამერიკის ფარგლებში კვირაში 1000-ზე მეტ რეისს ახორციელებს. ის ბაზირებულია Abu Dhabi International Airport-ში.

www.cbw.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.