ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველომ, იანვარში, ტურიზმიდან $164.5 მლნ-ის შემოსავალი მიიღო
13 თებერვალი, 2019

2019 წლის იანვარში შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 164.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 მილიონით მეტია (ზრდა +5%). 

„საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მატებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ვიზიტების წილის ზრდა და საერთაშორისო ტურიზმიდან მეტი შემოსავლის მიღება“, – აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში. 

ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3,2 მილიარდ დოლარს (ზრდა +18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

2018 წლის I-III კვარტლის ფაქტობრივი მდგომარეობით კი, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან 2,571 მილიონ დოლარია (ზრდა +20.5%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 437 მილიონით მეტია.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.