ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფრანგული ღვინის სკოლა გთავაზობთ საზაფხულო კურსს მეღვინეობაში
06 ივლისი, 2017

ფრანგული ღვინის სკოლა გთავაზობთ საზაფხულო კურსს მეღვინეობაში

კურსს გაუძღვებიან ბასტიენ ვარსკოტი-ბურგუნდიის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ენოლოგი ზაზა გრიგალაშვილი-საქართველოს სომელიეთა ასოციაციის და wset სერტიფიცირებული სომელიე

კურსი მოიცავს :

  1. მევენახეობა
  2. ვინიფიკაცია
  3. დაჭაშნიკება და წესები

კურსი ფასიანია და გაგრძელდება 1 თვე, ყოველ კვირეული 2 შეხვედრით -სულ ჯამში გაიმართება 8 შეხვედრა და პრაქტიკული მეცადინეობა ვენახში გასვლით. კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება.

მსმენელთა ინდივიდუალური ინტერესებიდან გამომდინარე კურსის პროგრამას შეიძლება დაემატოს განსახილველი საკითხები.

დასაქმების მსურველებს გაეწევათ რეკომენდაცია ჰორეკა სექტორში.

მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია 20 დან 25 მდე .
მსმენელთა რეგისტრაცია განხორციელდება გასაუბრების საფუძველზე

საკონტაქტო პირი:
ზაზა გრიგალაშვილი ტელ მობ 591 41 51 90. Zgrigalashvili@gmail.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.