ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
“ფრომაჟერი” ქართული ობიანი ყველის დეგუსტაციას მასპინძლობს
27 ოქტომბერი, 2017

ყველის მაღაზია “ფრომაჟერი” ყველის მოყვარულებს ყველაზე საუკეთესო და იშვიათი ყველის დეგუსტაციაზე ეპატიჟება.

“ფრომაჟერის” ცნობით, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ და შეაფასონ ქართული ობიანი ყველი თიხისა და ძროხის რძისგან, ქართული მეყველეობის ისტორიის სიამაყე – ყველი ტენილი, და ექსკლუზიური ესპანური ყველი დაუვიწყარი გემოთი და ხმამაღალი დასახელებით “გრან კაპიტანი”. წარმოდგენილი იქნება ასევე ყველის ერთგული მეგობრები – ჩირი, თხილი, თაფლი და ღვინო – დაგეხმარებათ შეარჩიოთ ყველაზე გემრიელი ყველი თქვენი გემოვნებით.
დეგუსტაცია უფასოა.

დეგუსტაცია (ჭავჭავაძის გამზ., 50) 28 ოქტომბერს, 13:00-დან 17:00 მდე გაიმართება.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.