ღამის რთველი კახეთში - მთვარის შუქზე დაკრეფილი და დაწურული რქაწითელი, უძველესი ქართული ტრადიცია
რთველი 2017, იმედის კვირა" - "მარნები ყურძნით არის სავსე, გასული წლის ღვინით კი ახალ მოსავალს ლოცავენ. ყურძენს კრეფენ დღისით და ღამით. ღამის რთველი კახური უძველესი ტრადიციაა".
,,ჩვენი ბიომეურნეობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ვენახისა და ღვინის წარმოების გარდა, მოგვყავს ხორბალი, გვაქვს ღორების ფერმა და გვყავს კახური ჯიშის ღორები, რომლებიც გადაშენების პირას არიან, მათი ხორცი განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ღორებს ჩვენივე მოყვანილი ქერით, სიმინდით და სხვა საკვებით ვზრდით, აქ მოსულ ტურისტს კი საშუალება აქვს, დააგემოვნოს ეკოლოგიურად სუფთა ხორცი. გარდა ამისა, მივდევთ მეფრინველეობას და გვყავს ფუტკარი, ძველი ქართული მეთოდით ვამზადებთ მურაბებს, ჯემებს, ველური ხილის ჩირს და ჩურჩხელას’’