ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 23:00-დან 04:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს
02 ივნისი, 2021

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა,  23:00-04:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს, – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ღიბრაძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დაიცვან მოქმედი რეგულაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, შეზღუდვების შემსუბუქების პროცესში განაგრძობს თანმიმდევრული და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმას, რათა ერთის მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და მეორეს მხრივ, თავიდან ავიცილოთ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება;

კიდევ ერთხელ მივმართავთ მოქალაქეებს, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.