ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Georgian Airways-ი მომხმარებელს ლონდონის ორმხრივ ავიაბილეთს 500 ლარად სთავაზობს
10 ოქტომბერი, 2017

Georgian Airways-ი ლონდონის ორმხრივ ავიაბილეთზე ფასდაკლებას აცხადებს და მას მოკხმარებელს მხოლოდ 500 ლარად სთავაზობს.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია – აღნიშნულ ფასად სულ გაიყიდება 200 ბილეთი.

Georgian Airways-ში განმარტავენ, რომ ბილეთები გაიყიდება 25 ოქტომბრის ჩათვლით/ან ბილეთების ამოწურვამდე.

აქცია მოქმედებს მხოლოდ „თიბისი ბანკის“ საკრედიტო ბარათით ავიაბილეთის შეძენის შემთხვევაში:
საკრედიტო ბარათი ერთგული / პრაიმ ბარათი პლატინუმი;
საკრედიტო ბარათი ერთგული / პრაიმ ბარათი გოლდი;
საკრედიტო ბარათი ერთგული / პრაიმ ბარათი კლასიკი;
შეძენისთვის აუცილებელია მობრძანდეთ გაყიდვების რომელიმე ოფისში (წინასწარი ჯავშანი არ მოქმედებს).

მგზავრობის პერიოდი 4 ოქტომბერი – 14 დეკემბერი, Georgian Airways-ის ფრენის განრიგის მიხედვით

აუცილებელი პირობა:
ერთი მომხმარებლის მიერ შესაძლებელია მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენა.
* შეზღუდვა არ ვრცელდება მყიდველის ოჯახის წევრებზე (მაქსიმუმ 5 ბილეთი).
ერთ-ერთი მგზავრი აუცილებელია იყოს პირი, რომელმაც შეიძინა ავიაბილეთი.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია შემდეგ ობიექტებზე:
აირზენა ჰოლიდეი:
მის.: აღმაშენებლის გამზ. 127. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 19:00;
მის.: მეტეხის 22. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 19:00; შაბათი 10:00 – 15:00; კვირა 10:00 – 13:00.
Georgian Airways-ი:
მის.: რუსთაველის 12. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:30;
მის.: თბილისის აეროპორტი. სამუშაო საათები: 24/7.
ფრენები ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს.
ბილეთები დაბრუნებას და ცვლილებას არ ექვემდებარება.
ავიაბილეთის ღირებულებაში შედის ბარგი (20 კგ. რეგისტრირებული და 8 კგ. ხელბარგი)

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.