Georgian Airways-ი სპეციალურ მომსახურებას სთავაზობს მგზავრებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას (როგორც თვითმფრინავის ბორტზე, ასევე აეროპორტში გადაადგილებისას).
Georgian Airways-ში განმარტავენ, რომ წინასწარ, არა უგვიანეს 72 საათისა, კომპანიას უნდა შეატყობინოს მგზავრმა საკუთარი მდგომარეობის შესახებ, რათა დროულად მოხდეს აუცილებელი აღჭურვილობისა და დამხმარე პირების მობილიზება.
“დამატებითი თანხის გადახდის გარეშე, ხელ ბარგთან ერთად, შეგიძლიათ თან იქონიოთ შშმ პირების სავარძელი, ყავარჯენი, საყრდენი ჯოხი, მედიკამენტები და სხვა საჭირო ნივთები. სამედიცინო დოკუმენტი არ არის აუცილებელი, იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ აეროპორტში გადაადგილებისა და თვითმფრინავში ჩასხდომის დროს გსურთ ავია კომპანიისგან დამატებითი მომსახურება. ყველა შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად”, – განმარტავენ კომპანიაში.
www.bpi.ge