გერმანული კულინარიული გამოცემა Gour-Med საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს
საქართველო მოგზაურობის და ბუნების მოყვარულთა ქვეყანაა და ის 2023 წელს ITB Berlin-ის გამოფენის პარტნიორია. ამ სათაურით გერმანული კულინარიული ჟურნალი Gour-Med საქართველოს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ტურის ფარგლებში, ITB Berlin-ის ხელმძღვანელი პირებისა და სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლებთან ერთად იმოგზაურა.
სტატიაში ძველი თბილისი, გოგირდის აბანოები და თბილისის დაარსების ისტორია აღწერილი.
გამოცემის ჟურნალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ სამზარეულოს, ღვინოს, ვაზის 8 ათასწლოვან ისტორიას და ქვევრს.
„გურმანებმა იციან, იქ სადაც ღვინოა გემრიელ კერძებსაც ამზადებენ. ასეთი კი სწორედ საქართველოა. ამ ქვეყანაში ასობით წლის მანძილზე მრავალფეროვანი კერძებით შეიქმნა ქართული კულინარიული კულტურა. საქართველოს რეგიონებში კერძებში არომატულ მცენარეებს იყენებენ, რაც ჩვენთვის უცნობია. რეცეპტები თაობიდან თაობას გადაეცემა და ასე იქმნება კერძები უნიკალური გემოთი“.-წერს Gour-Med-ის ჟურნალისტი.
სტატიაში ITB Berlin-ის პრესსპიკერის ჯულია სონემანის ინტერვიუა მოყვანილი, სადაც ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„საქართველომ მდგრადი ტურიზმის კონცეფციიდან გამომდინარე კონკურსში გაიმარჯვა, ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება გამოფენაზე. ITB Berlin იდეალური პლატფორმაა საქართველოს ამბიციური პროექტების განსახორციელებლად საერთაშორისო ტურისტულ არეალზე. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის იმიჯის ამაღლებასა და ცნობადობის გაფართოებას საერთაშორისო მასშტაბით“-აცხადებს ჯულია სონემანი Gour-Med-თან ინტერვიუში.
avianews.ge