ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გიდების მომზადებაში საქართველოს საფრანგეთი დაეხმარება
26 იანვარი, 2018

საქართველოში ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვნად იზრდება, ტურისტების ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნები სერვისის გამრავალფეროვნებასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია გიდების გადამზადება და ახალი მარშრუტების დაგეგმვა.

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს გიდების გადამზადებაში საფრანგეთი დაეხმარება. კონკრეტული ხელშეკრულება საფრანგეთთან უკვე გაფორმდა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ხელშეკრულება ითვალისწინებს სათავგადასავლო სკოლის ნაწილში დახმარებას.

„მთის მიმართულებით, არა მხოლოდ ზამთრის სპორტის სახეობებში, არამედ გიდებისა და მარშრუტების მომზადების პროცესში შეგვიძლია, მთელი ჩვენი სამთო რეგიონები ჩავრთოთ. ეს არ იქნება მხოლოდ შეძლებული ადამიანებისა და ტურისტებისთვის განკუთვნილი მიმართულება. არამედ, აქ შეიძლება მთელი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩაერთოს და მიიღოს კონკრეტული სარგებელი. გადამზადება გიდებად, იქნება ახალი შესაძლებლობა მთაში მცხოვრებთათვის, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღონ და, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც 65%-ზე მეტი აქვს მთიანი მასივი. ეს არის უდიდესი სიმდიდრე, რომლის რეალიზაცია უნდა დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში და არა მხოლოდ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.